მიწოდების პირობები

თბილისის მასშტაბით გზავნილის ჩაბარება ხდება შეკვეთიდან 1-3 სამუშაო დღეში.

  • საკურიერო მომსახურების ღირებულებაა 6 ლარი.

საქართველოს სხვა ქალაქებში გზავნილის მიწოდების ვადები განისაზღვრება 3-5 სამუშაო დღით.

  • საკურიერო მომსახურების ღირებულება არის – 10 ლარი.

შეკვეთის გაფორმება ხდება სამუშაო საათებში. არასამუშაო დროს მიღებული შეკვეთის გაფორმების თარიღად ჩაითვლება შემდეგი სამუშაო დღე.

  • სამუშაო საათებია: ორშ-პარ 09:00-18:00.

შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად მნიშვნელოვანია, რეგისტრაციისას სწორად და სრულად იყოს შევსებული მოთხოვნილი ინფორმაცია.

ფასი და გადახდა
  • საიტზე ყველა ნივთის ფასი მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტა ლარში (GEL).
  • გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათით.
  • საიტზე მოცემული ნივთების ფასი არ მოიცავს მიწოდების ხარჯებს.
  • შენაძენის მიწოდების დამატებითი გადასახადის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს გამოუჩნდება სასურველი ქალაქის მითითების შემდგომ. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია წინასწარ მოცემულია ჩვენს საიტზე – გადახდა და მიწოდების გვერდზე.
  • კომპანიამ შეიძლება შეცვალოს ნებისმიერი ნივთის ფასი მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
  • კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მომხმარებელს მათგან წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც მყიდველის ტრანზაქციას უკავშირდება.
  • მყიდველი ვალდებულია, გააფრთხილოს კომპანია ნივთის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის შესახებ.
ფორს-მაჟორი
  • კომპანიასა და მყიდველს შორის შეთანხმებული პროდუქტის მიწოდების დრო შეიძლება შეიცვალოს და დროულად ნივთის მყიდველისთვის ვერ მიწოდებაზე კომპანია პასუხისმგებელი არ იყოს ისეთი ფორსმაჟორული მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში, როგორიცაა ომი, სამოაქალაქო დაპირისპირება, მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა თუ სხვა სტიქიური უბედურება, ასევე, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, რომლებსაც მხარეები წინასწარ ვერ გაითვალისწინებდნენ.
დაბრუნების უფლება
  • შეგიძლიათ, პროდუქტი ნებისმიერი მიზეზით დააბრუნოთ მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
  • პროდუქტი უნდა იყოს უხმარი, დაუზიანებელი და ორიგინალ შეფუთვაში.
  • დაბრუნების ტრანსპორტირების საფასურს იხდით თქვენ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქტი წუნდებულია. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ხარჯს ვფარავთ ჩვენ და შეგიძლიათ, აირჩიოთ თანხის სრულად დაბრუნება ან ნივთის გადაცვლა იმავე ღირებულების სხვა პროდუქტში.
  • პროდუქტის დასაბრუნებლად, პირველ რიგში, დაგვიკავშირდით. ამის შემდეგ შეგიძლიათ, ნივთი მოიტანოთ ჩვენს სახელოსნოში, მისამართზე: დ. თავდადებულის ქ. 4, ან გამოგზავნოთ კურიერის საშუალებით.
  • დაბრუნებული პროდუქტის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.